ჰიტ-აღლუმი

anna semenovich
taxi
viagra
jiva
chaves
take me back
DATO XUJADZE
Sad gezebo
elena vaenga
nevesta
Gala
Faraway
Gradusy
Radio dozgd
grigori leps
krisa revnost
Laleh
Big City Love
VANESSA PARADIS
Les espaces
video
video
video
video

გამოკითხვა

თქვენი ავტომობილი არის თუ არა გაზზე გადაყვანილი?
მოდური განაჩენი ჩაცმის ეტიკეტი
საქმიანი ურთიერთობის მონაწილეთა ტანსაცმელი უფრო დემოკრატიულია. თუმცა, გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები. სახელდობრ, ნებისმიერ მიღებაზე აუცილებელია ერთფეროვანი კოსტიუმი. ზაფხულში დღის მიღებაზე ღია, ხოლო საღამოსაზე- მუქი ფერის. პერანგი სასურველია თეთრი. ფეხსაცმელი უნდა იყოს მუქი და დახურული ფორმის.

დასავლეთის ქვეყნების საქმიან სამყაროში, ჩაცმულობის მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტი არსებობს. მაგ: ქალებისთვის შავი კოსტიუმის ჩაცმა მხოლოდ დღისით ან დაკრძალვაზე შეიძლება. მამაკაცი ლაქირებულ ფეხსაცმელს ფრაკთან, სმოკინგთან ან დაკრძალვაზე იცვამს. ასევე სამგლოვიარო სიტუაციაში გამოიყენება შავი ჰალსტუხი.
თუ პიჯაკს ორი ღილი აქვს, საკმარისია ზედა იყოს შეკრული, სამი ღილის შემთხვევაში კი შუა. მთლიანად გახსნილი პიჯაკი, შესაძლოა პარტნიორმა მოლაპარაკების წარმატებულ მსვლელობად მიიჩნიოს.
ბიზნესში დასაქმებული ქალის ღირსება დიდადაა დამოკიდებული მისი ჩაცმულობის სტილზე, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალურია და ეროვნული ტრადიციებიდან გამომდინარეობს. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიღებაზე საღამოს გრძლი კაბის ჩაცმა ქალისათის რეკომენდირებული არ არის. სასურველია მორთულობათა მინიმალური რაოდენობაც.

საქმიანი ტანისამოსის ყველაზე მიღებული და შესაფერისი ფორმა როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის იყო და არის კოსტიუმი. იგი ყველაზე ნათლად მეტყველებს მფლობელის საზოგადოებრივ სტატუსზე, ამიტომ შერჩევისას განსაკუთრებული დაკვირვება გმართებთ.

მნიშვნელობა აქვს პიჯაკის სიგრძესაც. რაც უფრო გრძელია იგი, მით მოკლე ჩანს ფეხები. რა თაქმა უნდა, მაღალ მამკაცს დიდად არ აშინებს, მაგრამ დაბალმა უთუოდ უნდა მიაქციოს ყურადღება.

ოფიციალურ სიტუაციაში პიჯაკის ქვედა ღილის გარდა, ყველა ღილი შეკრული უნდა გქონდეთ. ასე უნდა შევიდეს მამაკაცი თათბირზე, რესტორანში, თეატრის დარბაზში. პიჯაკი ასევე შეკრული უნდა გქონდეთ პრეზიდიუმში ან მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნისას.

ღილების შეხსნა დასაშვებია ვახშმობისას ან იმ შემთხვევაში, თუ სავარძელში ზიხართ.
AddThis Social Bookmark Button